1921 წლის 19 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე უნდა მოესმინათ გამგეობის წევრ ვარლამ ბურჯანაძის მოხსენება საზოგადოების მომსახურე პირებისთვის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ. საკითხის განხილვა გადაიდო. საქმის გამორკვევამდე მომსახურე პირებს პურის ფული უნდა მიეღოთ.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1921-1921
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 24201 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/24201]; წვდომის თარიღი: 2019-09-20