ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 24225

ფაქტი 24225

1921 წლის 2 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს გამომცემლობის განახლების საკითხი. პრეზიდიუმის აზრით, უპირველესად უნდა გამოცემულიყო სახელმძღვანელოები, შემდეგ საბავშვო წიგნები და ბოლოს სახალისო საკითხავი. საჭირო იყო კომისიის არჩევა სამოქმედო გეგმის შესადგენად. გამგეობამ აირჩია კომისია შემდეგი შემადგენლობით: დავით კარიჭაშვილი, ვარლამ ბურჯანაძე, ნიკოლოზ ჩიგოგიძე, პავლე საყვარელიძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 24225; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .