1911 წლის ივნისში ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარმა გამგეობამ ფილიალებს, დაწესებულებებსა და კერძო პირებს დაუგზავნა შეტყობინება, რომელიც იუწყებოდა, რომ 30 აგვისტოსთვის – ილია ჭავჭავაძის გარდაცვალების მეოთხე წლისთავისთვის – დაგეგმილ ძეგლის კურთხევას აფერხებდა უსახსრობა: კერძოდ, ექსპერტთა გამოანგარიშებით, ძეგლის დასრულებას 3 754 მანეთი და 85 კაპიკი სჭირდებოდა, ფონდში კი მხოლოდ 600 მანეთი იყო დარჩენილი. გამგეობა სთხოვდა შეტყობინების ადრესატებს, ორი კვირის განმავლობაში ეცნობებინათ, თუ ვინ რამდენი თანხის გაღებას შეძლებდა, რათა დროულად შესდგომოდნენ საქმეს (ხელმომწერნი: თავმჯდომარის ამხანაგი – ალ. მდივანი, გამგეობის წევრები: შიო დედაბრიშვილი, შ. მიქელაძე, არჩილ ჯაჯანაშვილი).

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა სხვადასხვა ორგანიზაციებთან ილია ჭავჭავაძისთვის ძეგლის დადგმის შესახებ | 1908-1913
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული, ფრანგული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 24286 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/24286]; წვდომის თარიღი: 2019-08-19