ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 24344

ფაქტი 24344

1912 წლის 23 მაისს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარი გამგეობისთვის გაგზავნილ წერილში პეტრე მამრაძე არ ეთანხმება ა. კალგინისა და ჰ. ჰრინევსკის გაზვიადებულად მკაცრ შეფასებას, თითქოს უპროპორციოდ და აღმაშფოთებლად ულაზათოდ იყოს მოწყობილი ილია ჭავჭავაძის საფლავი. ინჟინერ-ტექნოლოგი აღნიშნავს, რომ თავადაც ამჩნევს ზოგიერთ წუნს, ამიტომ სიმოვნებით დათანხმდება კომისიის მოწვევას, თუკი ეს ხელს შეუწყობს შედეგის გაუმჯობესებას.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 24344; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .