1913 წლის 22 აგვისტოს მოხსენებით ბარათში დავით კარიჭაშვილი აღწერს  მასალის უხარისხობის მიზეზით ილია ჭავჭავაძის ძეგლზე გაჩენილ დაზიანებებს (რამდენიმე ადგილას დამსკდარია ჩარჩოს სახურავი; წინა პირზეც, თაღს ქვემოთ, ორი ქვებშორისი ნაპრალია) და ითხოვს, რომ შეკეთება დაევალოს ძეგლის ამშენებელ ინჟინერს - პეტრე მამრაძეს.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა სხვადასხვა ორგანიზაციებთან ილია ჭავჭავაძისთვის ძეგლის დადგმის შესახებ | 1908-1913
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული, ფრანგული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 24357 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/24357]; წვდომის თარიღი: 2019-10-17