1914 წლის 21 დეკემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების წლიურ კრებაზე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ რევაზ ალექსანდრეს ძე გაბაშვილი და პეტრე პავლეს ძე გელეიშვილი უნდა მისულიყვნენ ყველა მუზეუმში და შეემოწმებინათ ხელნაწერები, რათა აღმოეჩინათ აკლდა თუ არა რომელიმეს ფურცლები, მაგრამ გაბაშვილმა და გელეიშვილმა არ შეამოწმეს ისინი, რასაც პავლე დავითის ძე საყვარელიძეც დაამოწმებდა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ჩვეულებრივი კრების ოქმები | 1914-1914
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 24424 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/24424]; წვდომის თარიღი: 2019-06-20