1914 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მდივან ვარლამ ბურჯანაძეს ცხინვალის განყოფილების თავმჯდომარე გ. ქ. დავითიშვილმა მიმართა შემდეგი კითხვებით: შეეძლო თუ არა ცხინვალის განყოფილებას შესაკრებელი ყულაბების დადგმა? შეიძლებოდა თუ არა ყულაბების ადმინისტრაციულ დაწესებულებებში ჩამოკიდება?

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა ცხინვალის განყოფილებასთან და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 24466 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/24466]; წვდომის თარიღი: 2019-09-20