ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 24468

ფაქტი 24468

1914 წლის 6 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მდივან ვასილ ბურჯანაძეს დაბა ცხინვალის მაცხოვრებელმა არჩილ დედანაშვილმა აუწყა, რომ ცხინვალში, როგორც ქართლის გულში, ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების განყოფილების დასაარსებლად უკვე შეგროვდა 33 წევრის საწევრო გადასახადი 99 მანეთი. ცხინვალელებმა თანხის წარდგენა საზოგადოებისათვის ვერ გაბედეს, ვინაიდან ჯერაც არ ჰქონდათ მიღებული განყოფილების გახსნის ნებართვა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 24468; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .