1914 წლის 25 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მდივანმა ვარლამ ბურჯანაძემ ცხინვალის განყოფილების თავმჯდომარე გიორგი ქაიხოსროს ძე დავითიშვილს მისი ოფიციალური წერილის პასუხად აუწყა, რომ ბიბლიოთეკის გახსნისთვის ცხინვალელებს საზოგადოებისთვის უნდა წარედგინათ ცხინვალში მცხოვრები, პოლიტიკურად საიმედო (მთავრობის მხრიდან დაბრკოლების თავიდან ასაცილებლად) პირი, რომელიც პასუხისმგებელი იქნებოდა ბიბლიოთეკაზე. საზოგადოებისთვის უნდა გაეგზავნათ ინფორმაცია ამ პირის სახელის, მამის სახელის, გვარისა და პროფესიის შესახებ. ამის შემდეგ საზოგადოებას შეეძლებოდა შუამდგომლობა ცხინვალში ბიბლიოთეკის გახსნის თაობაზე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა ცხინვალის განყოფილებასთან და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 24470 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/24470]; წვდომის თარიღი: 2019-09-20