1914 წლის 20 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ცხინვალის განყოფილების დროებითმა თავმჯდომარემ, იასონ ლევანის ძე ხიმშიაშვილმა, გაუგზავნა 17 ნოემბრის ოქმი, რომელიც ეხებოდა ცხინვალის განყოფილების თავმჯდომარის, სარევიზიო კომისიების წევრთა და კანდიდატების არჩევას.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა ცხინვალის განყოფილებასთან და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 24482 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/24482]; წვდომის თარიღი: 2019-10-19