1921 წლის 4 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს პრეზიდიუმის არჩევის საკითხი. წესდების თანახმად, გამგეობას უნდა აერჩია თავმჯდომარე, მისი ამხანაგი, მდივანი და ხაზინადარი. თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს დ. კარიჭაშვილი, მის ამხანაგად ი. გომართელი, მდივნად ვ. ბურჯანაძე. ხაზინადრის არჩევა გადაიდო, დროებით ხაზინადრის მოვალეობა დაეკისრა ვ. ბურჯანაძეს.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1921-1921
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 24496 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/24496]; წვდომის თარიღი: 2019-09-16