1911 წლის 15 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლ გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილს სთხოვა, თავად-აზნაურთა სადეპუტატო საკრებულოსთან ეშუამდგომლა, რათა მათ ილია ჭავჭავაძის ძეგლის დასამთავრებლად 2 500 მანეთი გადაერიცხათ.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა სხვადასხვა ორგანიზაციებთან ილია ჭავჭავაძისთვის ძეგლის დადგმის შესახებ | 1908-1913
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული, ფრანგული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 24580 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/24580]; წვდომის თარიღი: 2019-10-14