1913 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილს აცნობა, რომ ილია ჭავჭავაძის ძეგლი დასრულდა და გაზაფხულზე მისი კურთხევა იგეგმებოდა, მაგრამ რადგან ხარჯები ჯერ კიდევ გასასტუმრებელი იყო, თავადაზნაურობის დეპუტატთა საკრებულოს სთხოვეს, მათ მიერ ამ საქმისთვის გამოყოფილი თანხის დარჩენილი ნაწილი (1 800 მან.) საზოგადოების წევრის, ხაზინადარ ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძისათვის გადაეცათ.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა სხვადასხვა ორგანიზაციებთან ილია ჭავჭავაძისთვის ძეგლის დადგმის შესახებ | 1908-1913
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული, ფრანგული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 24607 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/24607]; წვდომის თარიღი: 2019-09-19