1916 წლის 18 ივლისს სოხუმის გამგეობას წერილი გაუგზავა უცხო პირმა, რომელმაც შეატყობინა, რომ ერთ-ერთი განყოფილების კრებაზე მოხდა წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება, რომელიც შეურაცხყოფაში გადაიზარდა. ეს პირი ითხოვს დროულად და საფუძვლიანად გამოიკვლიონ საქმე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების სოხუმის განყოფილებასთან | 1916-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 24757 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/24757]; წვდომის თარიღი: 2019-09-15