1916 წლის 22 მაისს შედგა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოხუმის განყოფილების წლიური კრება, რომელზეც სოხუმის განყოფილების გამგეობის სარევიზიო კომისიის წევრებად აირჩიეს: იოსებ ტოჩიას ძე ლოლუა, იაკიმე ლუარსაბის ძე გეგელაშვილი და მელიტონ შენგელაია, ხოლო მათ კონსულტატებად აირჩიეს: ვარლამ გოჩელეიშვილი და შამშე თოფურიძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების სოხუმის განყოფილებასთან | 1916-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი