1912 წლის 5 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა 1911 წლის 15 სექტემბერს ქ. თელავში გახსნილი სკოლის წლიური შემოსავლის ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, 1911 წელს მოწაფეთაგან აღებული სწავლის გადასახადი 84 მანეთს შეადგენდა. სკოლის სასარგებლოდ გამართული საღამოდან 271 მან. 46 კაპ. შემოვიდა, ხოლო შემოწირულობებიდან მიიღეს 100 მან. სულ სკოლის 1911 წლის შემოსავალი შეადგენდა 455 მანეთსა და 46 კაპიკს. დოკუმენტს ხელს აწერენ საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ვასილ კახიძე და გამგეობის ხაზინადარი ივანე პაატაშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა თელავის განყოფილებასთან, ოქმები და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 24888 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/24888]; წვდომის თარიღი: 2019-10-14