1911 წლის 3 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების საზოგადო კრებაზე გაეცნენ საზოგადოების მთავარი გამგეობის წერილს თბილისში ილია ჭავჭავაძის ძეგლის დამთავრების საკითხის შესახებ.. კრებამ გადაწყვიტა, თავისი წვლილი შეეტანა ძეგლის დამთავრების საქმეში და დახმარების მსურველთა სია შეადგინა. სხდომის ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარის მოადგილე ვასილ კახიძე და ივანე პაატაშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა თელავის განყოფილებასთან, ოქმები და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 24893 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/24893]; წვდომის თარიღი: 2019-11-20