ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 24928

ფაქტი 24928

1908 წლის 10 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ცხინვალის განყოფილებამ გაუგზავნა საზოგადოების წევრობის მსურველთა სია, რომელშიც ქურთადან ჩაწერილები იყვნენ გიორგი ზაალის ძე მაჩაბელი, ალექსანდრა ილიას ასული მაჩაბელი, სამსონ ანტონის ძე ბასიშვილი და ვასილ რევაზის ძე მაჩაბელი, ფხვენისიდან – გიორგი დავითის ძე ამილახვარი, ვლადიმერ ფილიპეს ძე უნაფქოშვილი, ქვემო ხვითიდან – ნატალია ფილიპეს ასული უნაფქოშვილი და თინათინ ვასილის ასული დიასამიძისა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 24928; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .