1912 წლის 5 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა თელავში გახსნილი დაწყებითი სკოლის წლიური გასავლის ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, მასწავლებლებისთვის ჯამაგირის სახით გაცემული თანხა პირველი სექტემბრიდან პირველ იანვრამდე შეადგენდა 133 მანეთსა და 33 კაპიკს, მოსამსახურეების ჯამაგირი – 14 მანეთს, სახლის ქირაობა 80 მან. დაჯდა, კარადის, წყლის კასრის, მაგიდის შეძენა და სკამების შეკეთება – 26 მან. 25 კაპ., წვრილ ხარჯებზე (შეშის დახერხვა, დეპეშები, წერილები და სხვა) 14 მან. 32 კაპ. დაიხარჯა. სულ სკოლის 1911 წლის გასავალი შეადგენდა 268 მანეთსა და 30 კაპიკს. დოკუმენტს ხელს აწერენ საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ვასილ კახიძე და გამგეობის ხაზინადარი ივანე პაატაშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა თელავის განყოფილებასთან, ოქმები და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 24984 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/24984]; წვდომის თარიღი: 2019-12-08