ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 24985

ფაქტი 24985

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას ამავე საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ვ. კახიძემ გაუგზავნა 1909 წლის წევრთა სია. 1909 წელს განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: ნიკოლოზ გიორგის ძე აბელიშვილი, თამარა ალექსანდრეს ასული ყაზახაშვილი, მიხეილ დავითის ძე ცისკარაშვილი, გიორგი ბოჭორიშვილი, დეკანოზი მიხეილ იოსების ძე ხელაშვილი და იოსებ გიორგის ძე ხუციშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 24985; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .