ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 24988

ფაქტი 24988

1908 წლის 31 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აგენტმა ვასილ ბესარიონის ძე კახიძემ თელავში მოიწვია კრება, რომელზეც თელავის განყოფილების წევრობის მსურველთა სია შეადგინეს. სიაში ჩაეწერნენ სოფიო ვასილის ასული ვახვახიშვილი, ელენე შიუკაშვილი, თამარა ყაზახაშვილი, ელენე ვახვახიშვილი, ნინა როსტომაშვილი, ანა აბელაშვილი და ქეთევან რუსიშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 24988; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .