ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 25004

ფაქტი 25004

1912 წლის 5 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა 1911 წლის ნამდვილ წევრთა სია. განყოფილების წევრები იყვნენ: ალექსი დიმიტრის ძე მუქურაული, იაგორ კირილეს ძე დათუნაიშვილი, ნიკოლოზ ივანეს ძე მეტრეველი, გიორგი დავითის ძე იორდანაშვილი, მოსე ლუკას ძე ცქვიტიშვილი, ალექსანდრე ალექსანდრეს ძე გრომოვი და ნინო ივანეს ასული როსტომაშვილისა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 25004; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .