1911 წლის 3 სექტემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების საქმისმწარმოებელმა გ. ბურჭულაძემ საზოგადოების თელავის განყოფილებას შეატყობინა, რომ მთავარმა გამგეობამ მიიღო წერილი თბილისის სახალხო სკოლათა დირექტორისგან. წერილის თანახმად, ის ვერ დაამტკიცებდა ნინო მიხეილის ასულ შიუკაშვილს ქ. თელავის დაწყებითი სკოლის მასწავლებლად, სანამ არ წარადგენდა კეთილსაიმედოობის მოწმობას. მთავარი გამგეობა თელავის განყოფილებას სთხოვდა დირექტორის მოთხოვნის შესრულებას.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა თელავის განყოფილებასთან, ოქმები და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 25046 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/25046]; წვდომის თარიღი: 2019-10-14