ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 25069

ფაქტი 25069

1911 წლის 4 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ სთხოვა თელავის განყოფილების 1910 წლის 20%-ის, 107 მანეთის თელაველებისთვის დათმობა, რადგან ეს ფული საჭირო იყო ახლად გახსნილი სკოლის შესანახად. თელავის განყოფილებას, რომელსაც საკმაოდ უჭირდა მატერიალურად, ტვირთად აწვა ქ. თელავში წიგნის მაღაზიის შენახვაც. დოკუმენტს ხელს აწერენ საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ვასილ კახიძე და გამგეობის მდივანი ზაქარია მარკოზაშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 25069; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .