ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 25075

ფაქტი 25075

1910 წლის 14 აგვისტოს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარმა გამგეობამ თელავის განყოფილებას შეატყობინა, რომ 12 აგვისტოს სხდომაზე განიხილეს თელავის განყოფილების შუამდგომლობის საკითხი, რომელიც ეხებოდა მთავარი გამგეობისგან ასი თუმნის კრედიტის მიღებას ქ. თელავში წიგნებისა და საკანცელარიო ნივთების მაღაზიის გასახსნელად. მთავარმა გამგეობამ დაადგინა, გაეხსნა თელავის განყოფილებისთვის კრედიტი ხუთასი მანეთის ოდენობით. თელავის განყოფილებას კრედიტით სარგებლობა შეეძლო დღიდან, როცა მთავარ გამგეობას წარუდგენდა შუამდგომლის წერილში ჩამოთვლილი პირების მიერ ხელმოწერილ ხუთასი მანეთის ვექსელს. დოკუმენტს მთავარი გამგეობის თავმჯდომარის მაგივრად ხელს აწერს მთავარი გამგეობის მდივანი სამსომ ფირცხლავა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 25075; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .