1910 წლის 3 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობას გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგმა ვასილ კახიძემ მოახსენა, რომ 1910 წლის პირველი ივლისის სხდომაზე საზოგადოების მთავარმა გამგეობამ განიხილა თელაველი ვაჭრის სოლომონ გიორგის ძე არჩუაშვილის თხოვნა მისთვის 40 თუმნის კრედიტის გახსნის შესახებ. კახიძის თქმით, მთავარი გამგეობა თელავის განყოფილებას ეკითხებოდა, რამდენად მიზანშეწონილი იყო არჩუაშვილის თხოვნის დაკმაყოფილება.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა თელავის განყოფილებასთან, ოქმები და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 25084 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/25084]; წვდომის თარიღი: 2019-10-22