1909 წლის 21 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ თბილისის გუბერნატორს შეატყობინა, რომ საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობაში შევიდოდნენ თავჯდომარე – მაქსიმილიანე ზაქარიას ძე ჭავჭავაძე და გამგეობის წევრები: ვასილ ბესარიონის ძე კახიძე და ნიკიფორე იასეს ძე მამინაიშვილი. დოკუმენტს ხელს აწერენ ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარი გამგეობის თავმჯდომარე, ინფანტერიის გენერალი გიორგი ყაზბეგი და გამგეობის მდივანი სამსონ ფირცხლავა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა თელავის განყოფილებასთან, ოქმები და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 25113 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/25113]; წვდომის თარიღი: 2019-08-24