1908 წლის 31 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აგენტმა ვასილ ბესარიონის ძე კახიძემ თელავში მოიწვია კრება, რომელზეც თელავის განყოფილების წევრობის მსურველთა სიაში ჩაეწერნენ: თამარა ვახვახიშვილისა, ნიკოლოზ ივანეს ძე მარკოზაშვილი, ივანე დიმიტრის ძე კალატოზიშვილი, მიხეილ პეტრეს ძე ელიზბარაშვილი, ივანე სტეფანეს ძე მოსიაშვილი, გიორგი ზაქარიას ძე ჯაფარიძე, კონსტანტინე მიხეილის ძე ტარტარიშვილი და იოსებ დიდია.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა თელავის განყოფილებასთან, ოქმები და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 25132 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/25132]; წვდომის თარიღი: 2019-12-06