1912 წლის 5 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა თელავის განყოფილების 1911 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობამ მოქმედება დაიწყო 1909 წლის 3 აგვისტოს. 1911 წელს ჩატარდა 17 სხდომა, რომელსაც თავმჯდომარისა და ალ. ვახვახიშვილის გარდა ყველა წევრი დაესწრო. გაირჩა 23 საქმე. 1911 წლის 3 ივლისს ჩატარდა განყოფილების წევრთა საზოგადო კრება. 1911 წლის 1-ელი სექტემბრიდან ქ. თელავში გაიხსნა პირველი დაწყებითი სკოლა. დოკუმენტს ხელს აწერენ საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ვასილ კახიძე და გამგეობის მდივნის მაგივრად ივანე პაატაშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა თელავის განყოფილებასთან, ოქმები და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 25142 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/25142]; წვდომის თარიღი: 2019-12-08