ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 25186

ფაქტი 25186

1921 წლის 20 ოქტომბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე ბავშვთა კვირის მომწყობი კომიტეტისთვის დახმარების საკითხი განიხილეს. გამგეობამ დაადგინა, კომიტეტისთვის მიეცა ნახევარი მილიონი მანეთი და საზოგადოების მიერ გამოცემული საბავშვო წიგნების თითო ეგზემპლიარი ათ ბიბლიოთეკაში დასარიგებლად.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 25186; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .