1921 წლის 22 თებერვალს დავით კარიჭაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას მოახსენა, რომ, ექვთიმე თაყაიშვილის დავალების შესაბამისად, საზოგადოების წიგნსაცავ-მუზეუმის ძვირფასი ნივთები და მნიშვნელოვანი ხელნაწერები მტრებისგან დასაცავად ყუთებში დაახარისხა. 20 თებერვალს კი მთავრობამ ყუთები დასავლეთ საქართველოში გაგზავნა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1921-1921
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 25192 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/25192]; წვდომის თარიღი: 2019-10-15