1921 წლის 27 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ამავე საზოგადოების წევრმა თ. კიკვაძემ მიმართა განცხადებით. მისი თქმით 13 მაისის სხდომაზე გამოირკვა, რომ სავსებით შესაძლებელი იყო 13 მაისიდან 20 ივნისამდე რწმუნებულთა არჩევაც და საზოგადო კრების დანიშვნაც. ამით არც წესდება და არც კანონი არ დაირღვეოდა. ხოლო დ. კარიჭაშვილს რომ კრების მოწვევის გადადება უნდოდა, ამას ცხადჰყოფდა მისი აზრებისა და 1920 წლის ქმედებების ობიქტური განხილვა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1921-1921
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 25193 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/25193]; წვდომის თარიღი: 2019-08-18