ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 25206

ფაქტი 25206

1916 წლის 26 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის მდივან ვარლამ ბურჯანაძეს ცხინვალის განყოფილების გამგეობის მდივანმა, არჩილ დედანაშვილმა შეატყობინა, რომ თებერვალში მან მთავარ განყოფილებას სასამართლოში წარსადგენად ეკატერინე ორჯონიკიძის ანდერძი გაუგზავნა. ანდერძის მიხედვით, ცხინვალის განყოფილებას ორჯონიკიძემ 3 000 მანეთად შეფასებული 45 დღიური მიწა უანდერძა. 20 მარტს ანდერძს ვადა გასდიოდა, ამიტომ დედანაშვილი ბურჯანაძეს სთხოვდა, თუ მთავარ გამგეობას სასამართლოში ანდერძი არ ჰქონდა წარდგენილი, თებერვალშივე წარედგინა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 25206; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .