ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 25381

ფაქტი 25381

1886 წლის 15 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა, ნიკოლოზ მთავრიშვილმა გენერალ-ლეიტენანტ კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილს სთხოვა, რუისის სკოლის ბიბლიოთეკისთვის გაეგზავნა შემდეგი წიგნები: ქართული ანდაზები, „ამბები ყრმათათვის“, „ალი“, „პატარა ბიბლიოთეკა“, „ზაფხული“, სახელმძღვანელო ლოცვები, „იგავ-არაკნი“ (საზოგადოების გამოცემა), „იგავ-არაკნი“ (ჩარკვიანის გამოცემა), სტეფენსონის „რკინიგზის შემომღები“, „დარიგება მასწავლებელთათვის“, როსტომაშვილის „არითმეტიკული გამოცანები“ და სხვ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 25381; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .