ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 25457

ფაქტი 25457

1881 წლის 21 ნოემბერს მასწავლებელმა სამსონ თოლარაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებას მისწერა, რომ კორცხელის სასოფლო სასწავლებლისთვის საჭირო იყო: „დედა ენა“, „ბუნების კარი“, „საღმრთო ისტორია“, როდნოე სლოვო, I და II ნაწილი. ევტუშევსკის „არითმეტიკა“, I ნაწილი, დეკანოზ სოკოლოვის მიერ შედგენილი სახელმძღვანელო, რომელიც შეიცავდა ლოცვებს, მცნებებს, მრწამსს განმარტებებით, ქართული წერის დედანი, ასპიდის დაფები, კალმისტრები, ფანქრები, ცარცი, კალმები, მელანი, გრიფილები, საწერი ქაღალდი. ხოლო ღარიბ მოსწავლეთათვის დასარიგებლად საჭირო იყო: 15 ც. „დედა ენა“, 2 ც. „ბუნების კარი“, 12 ც. „საღმრთო ისტორია“, 12 ც. ევტუშევსკის „არითმეტიკა“, 14 ც. „ლოცვანი“, 10 ც. „როდნოე სლოვო“, I ნაწილი, 7 ც. II ნაწილი, 12 ც. ქართული წერის დედანი, 15 ასპიდის დაფა, აგრეთვე სხვა სასწავლო ნივთები: კალმები, ფანქრები, ქაღალდი, მელანი, გრიფილები და ცარცი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 25457; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .