1899 წლის 12 ოქტომბრის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ დაადგინა, ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორ ალექსანდრე გარსევანიშვილისთვის მიეწერათ, რომ სკოლის მოწყობაში ცვლილებები მხოლოდ გამგეობის განკარგულებით შეიძლებოდა მომხდარიყო. დიდ შეცდომად ჩაეთვლებოდა ინპექტორს სასწავლებელში რაიმე ცვლილება, თუ გამგეობის დადგინება არ იქნებოდა. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და წევრთა საერთო კრებების სხდომების ოქმები | 1899-1899
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 25461 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/25461]; წვდომის თარიღი: 2019-09-17