1899 წლის 9 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ დაადგინა, კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტისთვის მიეწერა, რომ სკოლის გამგის თანამდებობაზე პართენ გოთუას დანიშვნას გეგმავდა. გამგეობამ სამზრუნველო კომიტეტს სთხოვა, ამ საკითხზე თავისი აზრის შეეტყობინებინა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და წევრთა საერთო კრებების სხდომების ოქმები | 1899-1899
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 25479 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/25479]; წვდომის თარიღი: 2019-10-17