ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 25481

ფაქტი 25481

1899 წლის ივლისში თერგის ოლქის სახალხო სკოლების დირექტორი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, რომ რაც შეიძლება მალე აერჩიათ კავკავის სკოლის გამგის ღირსეული შემცვლელი, ხოლო ყოფილ გამგე ტიტე კახიძისთვის ეთხოვათ, არ მიეტოვებინა სკოლის გამგებლობა ახალი გამგის არჩევამდე, რადგან მის ნაცვლად დასანიშნი ლუარსაბ ბოცვაძე წასული იყო კავკავიდან და იმჟამად სკოლაზე პასუხისმგებელი პირი არავინ იყო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 25481; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .