1899 წლის ივლისში თერგის ოლქის სახალხო სკოლების დირექტორმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ წუხდა კავკავის სკოლის გამგებლობაზე ტიტე კახიძის უარის გამო. აღნიშნა, რომ კახიძე კარგი გამგე იყო, რომ კავკავის სკოლის წარმატება მისი დამსახურება იყო.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და წევრთა საერთო კრებების სხდომების ოქმები | 1899-1899
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 25482 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/25482]; წვდომის თარიღი: 2019-11-14