1899 წლის ივლისში კავკავის სკოლის გამგე ტიტე კახიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, გაეგზავნათ სკოლისთვის მომავალი 1899/1900 წლისთვის შემდეგი სასწავლო ნივთები: „ბუნების კარი“ – 25 ც., „დედა ენა“ – 70 ც., „ლოცვანი“ – 60 ც., „არითმეტიკული ამოცანების კრებული“ − 30 ც., „მოსავლის მცველნი“ − 40 ც., „რუსკოე სლოვო“ I ნაწილი − 40 ც., „რუსკოე სლოვო“ II ნაწილი − 30 ც., ქართულის რვეულები N1 − 300 ც., N2 – 100 ც., ცალხაზიანი რვეულები – 160 ც., საანგარიშო რვეული – 440 ც., კალმისტარი – 150 ც., მოთხოვნილი წიგნებისა და ნივთების საერთო ღირებულება იყო 133 მან. 80 კაპ.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და წევრთა საერთო კრებების სხდომების ოქმები | 1899-1899
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 25486 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/25486]; წვდომის თარიღი: 2019-11-17