ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 25488

ფაქტი 25488

1899 წლის 7 ივლისის სხდომაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა სენაკის სათავადაზნაურო სკოლაში მასწავლებლობის მსურველ პირთა თხოვნები და დაადგინა, განაცხადები სკოლის გამგისთვის გაეგზავნა და სკოლის შინაგანაწესის მიხედვით ადგილზე აერჩიათ მასწავლებლები. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 25488; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .