ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 25495

ფაქტი 25495

1899 წლის აგვისტოში სენაკის სკოლის ყოფილი აღმზრდელი გიორგი ლავრენტის ძე ბოკერია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, გაეუქმებინათ განაჩენი მისი სენაკის სათავადაზნაურო სკოლიდან დათხოვნის შესახებ, რადგან მას არავითარი მონაწილეობა არ მიუღია იმ უსიამოვნებასა და კონფლიქტში, რომელიც შექმნილი იყო სკოლის ინსპექტორ სამსონ ყიფიანსა და მასწავლებლებს შორის.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 25495; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .