1899 წლის 22 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ განიხილა სამსონ ყიფიანის თხოვნა მიეწერათ სენაკის სათავადაზნაურო სკოლის სამზრუნველოსთვის, თუ როგორ გაესტუმრებინა მათი ანგარიშის თანახმად სკოლის შენობაზე ზედმეტად დახარჯული თანხა. დადგინდა, თხოვნა გაეგზავნათ ქუთაისისა და სენაკის სკოლების სამზრუნველოსთვის განსახილველად და გადასაწყვეტად, რადგან ის განაგებდა სკოლების ნივთიერ მხარეს. ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ნიკოლოზ ცხვედაძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და წევრთა საერთო კრებების სხდომების ოქმები | 1899-1899
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 25505 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/25505]; წვდომის თარიღი: 2019-10-16