1912 წლის 7 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების წევრთა წლიურ კრებაზე მადლობა გადაუხადეს განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგს, ვასილ ბესარიონის ძე კახიძეს და მის მეუღლეს, ანასტასია რაფიელის ასულ კახიძეს დაუღალავი შრომისთვის განყოფილების საკეთილდღეოდ (ანასტასია კახიძე კრებას არ ესწრებოდა).

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა თელავის განყოფილებასთან, ოქმები და მოხსენებები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1908-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 25538 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/25538]; წვდომის თარიღი: 2019-10-19