ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 25544

ფაქტი 25544

1912 წლის 7 ივლისს თელავში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ადგილობრივი განყოფილების წლიური კრება. თავმჯდომარემ დამსწრეებს გააცნო სავარაუდო შემოსავალი, რომელიც საზოგადოებას იმ დროისთვის შეიძლება მიეღო ილია ჭავჭავაძის ყვარლის მამულიდან და ამ შემოსავლის ზრდის პერსპექტივა მამულში მდებარე ნაგებობებისა და წისქვილის შეკეთების შემთხვევაში. კრების ოქმს ხელს აწერენ კრების თავმჯდომარე ვასილ კახიძე და წევრები: ილია გორდეზიანი, ნინო მთვარელიშვილი, ნინო ცისკარაშვილი, მარიამ კანდელაკი, მღვდელი დიმიტრი დეკანოზიშვილი, სიმონ კევლიშვილი, გიორგი მარკოზაშვილი და დავით ლუკაშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 25544; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .