ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 25575

ფაქტი 25575

1912 წლის 27 სექტემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარმა გამგეობამ მოისმინა გამგეობის წევრ იპ. ვართაგავას მოხსენება საზოგადოების თელავის განყოფილების სკოლის დათვალიერების შესახებ. ვართაგავამ მოახსენა გამგეობას, რომ თელავის სკოლის მასწავლებლის ჯამაგირი 400 მანეთს შეადგენდა. მისთვის ქირაობდნენ სახლს, მას ამარაგებდნენ შეშითა და ნავთით. ამრიგად, მასწავლებელი უზრუნველყოფილი იყო მატერიალურად.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 25575; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .