ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 25577

ფაქტი 25577

1912 წლის 27 სექტემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარმა გამგეობამ მოისმინა გამგეობის წევრ იპ. ვართაგავას მოხსენება საზოგადოების თელავის განყოფილების სკოლის დათვალიერების შესახებ. ვართაგავამ ისაუბრა იმ საკითხებზე, რომელთა გადაჭრაც აუცილებელი იყო ახალ სასწავლო წელს. მისი აზრით, ქართული სკოლების მასწავლებლებს უნდა ჰქონოდათ ერთობა, უნდა შესძლებოდათ აზრების გაცვლა, თავიანთი ჭირ-ვარამის ერთმანეთისთვის გაზიარება ჟურნალ-გაზეთების საშუალებით თუ სპეციალურ თავყრილობებზე. სპეციფიკური პირობების გამო, რომელშიც ქართული სკოლები იმყოფებოდა, მასწავლებლების ერთობის, მათი გაერთიანების საკითხი დიდ მნიშვნელობას იძენდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 25577; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .