ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 25586

ფაქტი 25586

1912 წლის 27 სექტემბერს ქშწკგ საზოგადოების მთავარმა გამგეობამ მოისმინა გამგეობის წევრ იპოლიტე ვართაგავას მოხსენება საზოგადოების თელავის განყოფილების სკოლის დათვალიერების შესახებ. მან მსმენელებს გააცნო პროგრამა, რომლითაც მასწავლებლები ხელმძღვანელობდნენ წლის განმავლობაში.წაიკითხეს შემდეგი ნაწარმოებები: ილია ჭავჭავაძის „სარჩობელაზედ“, „დედა და შვილი“, „სცენები“, „მეფე დიმიტრი თავდადებული“, „განდეგილი“, „აჩრდილი“, „კაკო ყაჩაღი“, „კაცია-ადამიანი“, „ოთარაანთ ქვრივი“, „მგზავრის წერილები“, „მათიკა და გიშერას“ თარგმანი, შმიდტის „სვიის გვირგვინი“, პოლ ბერის „ბუნების ცოდნა“, „ხუმარა სპილოების“ თარგმანი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 25586; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .