ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 25587

ფაქტი 25587

1912 წლის 27 სექტემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარმა გამგეობამ მოისმინა გამგეობის წევრ იპ. ვართაგავას მოხსენება საზოგადოების თელავის განყოფილების სკოლის დათვალიერების შესახებ. ვართაგავამ მოახსენა გამგეობას, რომ თელავის სკოლამ ჩაამთავრა 1911-1912 სასწავლო წელი. მისი დაკვირვებით, წერა-კითხვა ქართულ ენაზე მოსწავლეებმა ნაჩქარევად გაიარეს, შედეგად ბავშვები, მცირე გამონაკლისის გარდა, დამახინჯებულად სწერდნენ. ვართაგავას აზრით, ამის გამოსწორება უკვე სექტემბერშივე ადვილად შეიძლებოდა. თუმცა ამ ხარვეზს დადებითიც მოჰყვა. კერძოდ, რაც ნაკლებად აქცევდნენ ბავშვები ყურადღებას წერას, მით მეტი სერიოზულობით ეკიდებოდნენ კითხვას და მეტს იძენდნენ მასწავლებელთან გასაუბრებით. მაგალითად, ყველა ამბავსა და ლექსს გოგებაშვილის „დედა ენიდან", რომლის 69 გვერდიც მოსწავლეებს უკვე აეთვისებინათ, წინ უძღოდა მათი გასაუბრება მასწავლებელთან.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 25587; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .