ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 25588

ფაქტი 25588

1912 წლის 27 სექტემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარმა გამგეობამ მოისმინა გამგეობის წევრ იპ. ვართაგავას მოხსენება საზოგადოების თელავის განყოფილების სკოლის დათვალიერების შესახებ. ვართაგავამ მსმენელებს გააცნო პროგრამა, რომლითაც მასწავლებლები ხელმძღვანელობდნენ წლის განმავლობაში. ლიტერატურაში წაკითხულ იქნა შემდეგი ნაწარმოებები: „საწყალი ბაბუა“ ცახელის „გრდემლიდან“, ს. ყიფიანის სამი მოთხრობა და „ინდოურის თავგადასავალი“, ლომოურის „ქაჯანა“, „ალი“ და კრებული „მოლაღური“ (შემოკლებით), ეკ. გაბაშვილის „მაგდანას ლურჯა“, „ნინოს დედოფალი“, „საახალწლო სურათი“, ელიაშვილის „აკაკის საჩივარი“.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 25588; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .